თაკო ჩარკვიანი - ნურც იმ მიშას ხსენების გეშინიათ, რაა [ვიდეო/ფოტო]

მთელი საქართველო ერთად ვართ, ამისტი, იმისტი, ყოფილი პრეზიდენტის მომხრე, ადრინდელი დამოუკიდებელი პრეზიდენტის მომხრე, რადგან ძლივს, ძლივს ამოდის მთვარე სამოთხის, ტყვია მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს განაცხადა.

„მიშა საქართველოს გადარჩენის შაინსიაო, აქ ვხედავ წარწერას, ნურც იმ მიშას ხსენების გეშინიათ, რაა. მოდით, ვისაუბროთ, თუ რამე კარგი გააკეთა, ის კარგი დავტოვოთ. თუ რაიმე დანაშაულებრივი ქმედებები იყო. იმიტომ შეიკრიბა განახლებული ახალი ოპოზიციაც ახალი სახეებით, რომ იმ გაკეთებულს ჩამოვაცილოთ დანაშაულებრივი, რაც იყო და გავაკეთოთ კანონით, სამართლით, აღმშენებლობით ახალი სახეებით მაგარი საქართველო ავაშენოთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, დღეს ქართულ ოპოზიციას სჭირდება ერთად დგომა.

„დღეს ეს ეტაპია საქართველოში, ასე დაეწყო ჩვენი ცხოვრება, ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ვიღაც არ მოსწონს, პოლიტიკამ იცის ასე. ჩვენ შევიკარით, რათა რუსი ოლიგარქი გადავადგოთ, ჯერ ეს არის გასაკეთებელი, როცა კანონსა და სამართალს ქვეყანაში დავახვედრებთ, ყველა ნიჭიერი ქართველი შემოვა საქართველოში, მიშაც, გრიშაც, გიორგიც და სუყველა. ამიტომ არ შეგვეშინდეს ერთმანეთის, დღეს ყველა ერთი ვართ. მთელი საქართველო ერთად ვართ, ამისტი, იმისტი, ყოფილი პრეზიდენტის მომხრე, ადრინდელი დამოუკიდებელი პრეზიდენტის მომხრე, რადგან ძლივს, ძლივს ამოდის მთვარე სამოთხის, ტყვია მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“, – განაცხადა თაკო ჩაკრვიანმა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ სიტყვას უთმობს კარგ ყმას, ზაალ უდუმაშვილს.