თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეს კაბიან პუტინს უწოდებს
თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეს კაბიან პუტინს უწოდებს

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეს კაბიან პუტინს უწოდებს და აცხადებს, რომ ასეთი ადამიანები უნდა მოცილდნენ ქართულ პოლიტიკას.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, ნინო ბურჯანაძეს სჭირდებოდა რეაბილიტაცია და სწორედ ამიტომ წავიდა მოსკოვში.

„მაინტერესებს, რა სარგებელი მოიტანა ნინო ბურჯანაძეს 27 წლის განმავლობაში ამ ტიპის პოლიტიკით და ზიანს რატომ მოუტანს, თუ ასეთი პოლიტიკოსები გვერდზე გაიწევიან. ეს არის ტიპური პოლიტიკური იმიტაცია. პუტინის ადმინისტრაციიდან თავისი პარტიისთვის მოაქვთ რუსული ფული. ამბობენ, თითქოს ვაჟა გაფრინდაშვილისთვის ჩავიდა. ტატუნაშვილისთვის რატომ არ ჩავიდა და არ გაისარჯა? ამ ბოდვას ახალი თაობა იჯერებს? ჩვენი თაობა აღარ იჯერებს. სასაცილოა, უბრალოდ მისი პატრონი იპარავს ვაჟა გაფრინდაშვილისნაირებს. ბესლანში ბავშვები დახოცეს და ვაჟა გაფრინდაშვილისნაირი ექიმები რომ თვითონ მოიტაცონ და მერე რეაბილიტაციისთვის უკან გამოუშვან, აქ რა არის გასაკვირი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

როგორც მან აღნიშნა, რჩება გაერთიანებულ ოპოზიციაში, თუმცა ე.წ. გერმანულ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით შექმნილ ოპოზიციურ გაერთიანებას ტოვებს.

„მაგიდასთან ჩვენ გვიზის რუსეთის ვასალი. აქ ჩვენ ადგილი გვაქვს კანონის დარღვევასთან. ლეგიტიმაცია ვინ მისცა, რომ დარბის ასე, მაინტერესებს ხალხმა მისცა ლეგიტიმაცია? ეს ძალიან საშიში პროცესია, რომელსაც სასწრაფოდ უნდა გავემიჯნოთ, რადგან მთელი ქვეყანა ტალახში ისვრება. ყველა პარტია ვცდილობთ, ეს ქვეყანა გავიდეს ფონს ოკეანეში. რა გახდა, გამოჭამეს ქვეყანა 30 წელია, მე ამას არაფრით დავუთმობ. ესენი უნდა მოცილდნენ ქართულ პოლიტიკას, რომ დავისვენოთ. რას ჰქვია მიდიან, სად მიდიან, ხალხო. აი, რომ მიდიან და დაპროწიალობენ ბიძინა ივანიშვილის ხეებივით ოკუპანტთან, იმიტომ არის ეს ქვეყანა ამ დღეში. ჩვენ, პოსტსაბჭოთა ქვეყანამ როგორ მივაღწიოთ. რომ ქვეყნად ვიქცეთ, როგორ ? აგენტურა პირდაპირ აქ არის შემოსული, ჩაბუდებული. მე, თაკო ჩარკვიანმა მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ მივიღებდი მონაწილეობას ამ ყველაფერში. არ ვიცით, ბურჯანაძე რაზე საუბრობს ყურში პუტინთან და „ოერტესთანაბეზღებს ქვეყანას, აქედან რომ წაიღოს რამე, რა გასაკვირია. ჩვენ გვიზის კაბაში პუტინი. ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს არ გამოადგება, პუტინს პუტინით არ ვებრძვი და ვერ ვებრძვი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.