თაკო ჩარკვიანი - ნიკა მელიას უკან ყოველთვის იყო გიგა ბოკერია, ეს ბიჭი, ლევან ხაბეიშვილი რა ტალახსაც იტანს, გაოცებული ვუყურებ მის მოთმინებას
თაკო ჩარკვიანი - ნიკა მელიას უკან ყოველთვის იყო გიგა ბოკერია, ეს ბიჭი, ლევან ხაბეიშვილი რა ტალახსაც იტანს, გაოცებული ვუყურებ მის მოთმინებას

ნიკა მელიას უკან 2016 წელსაც იდგა გიგა ბოკერია. კაცმა გამარჯვება მოუტანა „ძალა ერთობაშიას“, მელიას მომხრეები ტროლ-ბოტებს ასწრებდნენ საკუთარი ლიდერის, გრიგოლის ლანძღვაში, გიგა ბოკერიას ნიკა მელიაზე გავლენა ჰქონდა, აქ ორი აზრი არ არის, – ამის შესახებ „კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

ჩარკვიანის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ნიკა მელიას მომხრეები გრიგოლ ვაშაძეს ლანძღავდნენ, რაც მისთვის გასაკვირი იყო.

„მელიას უკან 2016 წელსაც იდგა გიგა ბოკერია. კაცმა გამარჯვება მოუტანა „ძალა ერთობაშიას“, მელიას მომხრეები ტროლ-ბოტებს ასწრებდნენ საკუთარი ლიდერის, გრიგოლის ლანძღვაში. გიგა ბოკერიას ნიკა მელიაზე გავლენა ჰქონდა, აქ ორი აზრი არ არის. ნიკას ყოველთვის თვალი ეჭირა პარტიის თავმჯდომარეობაზე. მე ეს ჯერ კიდევ გრიგოლის არჩევნების პერიოდში შევამჩნიე. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გრიგოლს ისე ლანძღავდნენ მელიას მომხრეები, რომ „ოცნების“ მომხრეებს ასწრებდნენ. ეს იყო ჩემთვის საკვირველი რამ, რადგან კაცს არაფერი დაუშავებია, გარდა იმისა, რომ მეორე ტური მოუტანა ოპოზიციას, არნახული გამარჯვება. გრიგოლს ეუბნებოდნენ, რატომ არ დაიცავი ხმებიო“, – განაცხადა ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ამასთან, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის მოთმინებით გაოცებულია.

„ეს ბიჭი რა ტალახსაც იტანს, გაოცებული ვუყურებ მის მოთმინებას. მომწონს ამღიარებელი კაცი, ამღიარებელი ადამიანი. თქვა, რომ მე ვარ ლეგიტიმურად არჩეული თავმჯდომარე, მაგრამ მე ვარ მიხეილ სააკაშვილის იდეით დაფუძნებულ პარტიაში. ეს ძალიან საინტერესო განცხადებაა. ამ ბიჭს ხომ ვერ ვათქმევინეთ ვერასდროს. მელია ამბობს: „მე, მე, მე“, უკაცრავად რა, შენი ნაშრომი არ არის მარტო. მელიამ, მიშას ხმები მინდაო, დაფინანსება მიშას მოპოვებული მინდაო, საგარეო პოლიტიკაში სააკაშვილით მინდა ყველაფერიო, მაგრამ „პიპინ-პიპინით“ უნდა ვიარო და დავაძინო პროცესიო“, – განაცხადა ჩარკვიანმა.