თაკო ჩარკვიანი - მომხრე ვარ, საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება, აჯანყება მრავალათასიან ტალღას გულისხმობს, მოედანზე დარჩენით, ჩანაცვლებით, იქ ყოფნით 
თაკო ჩარკვიანი - მომხრე ვარ, საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება, აჯანყება მრავალათასიან ტალღას გულისხმობს, მოედანზე დარჩენით, ჩანაცვლებით, იქ ყოფნით 

მე, თამარ ჩარკვიანი ვარ მომხრე, რომ საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება, რომელიც კონვენციით ჩვენი მონიჭებული უფლებაა. აჯანყება მრავალათასიან ტალღას გულისხმობს, მოედანზე დარჩენით, ჩანაცვლებით, იქ ყოფნით, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად მივიდა.

„ეს არის ერთ-ერთი სოლიდარობის აქცია. დღეს შევიტყვე, რომ პატიმარ სააკაშვილს ამოუქოლეს ფანჯრები. ამ ნიუანსს რომ ჩავუღრმავდეთ, ეს რას ნიშნავს და რა სილის გაწვნაა მოქალაქეებისა და საზოგადოებისთვის. რას გვიბედავენ უკვე, რომ მესამე პრეზიდენტს ამოუქოლონ ფანჯრები. ეს არის წამების ფორმა ჩვეულებრივ. არსებობს ათასგვარი ფობია. ფსიქოლოგიურად დათრგუნვა წამების ჩვეულებრივი ფორმაა.

30 რიცხვს მივჩერებივართ თითქოს ყველა. სინამდვილეში, რა გვიშლის ხელს პარალელურად ლოდინისა? ხალხო, ქვეყანა თავზე გვემხობა. „თალიბანს“ ხომ არ ველოდებით? გესმით, თქვენ ვიღაცა ხელმწიფეა კრეტინი, ხელმწიფეა სათავეში. სათავეში არის დუპლეტი და კრეტინი ხელისუფლება, რომელიც ბედავს, გვითხრას, რომ ჩვენ ამოგიქოლეთ თქვენ ფანჯრები. 21-ე საუკუნეში ჩვენ ვეგუებით, რომ პატიმარს, მესამე პრეზიდენტს ამოუქოლოს ვიღაც კრეტინმა ფეოდალმა ფანჯრები. არაფრით არ ვაპირებ ამას შევეგუო. მეკითხებიან, რას აპირებ? – ყველაფერს, რაც კი გამოუგონია კაცობრიობას. მე არ ვარ რადიკალი, რადიკალი არის ვინც კონსტიტუციას არღვევს. მე არ ვარღვევ კონსტიტუციას. კონსტიტუციური უფლების გამოყენებას ვაპირებ. აჯანყების გარეშე არ წავა ეს კრეტინი ფეოდალი. არ წავა ეს პატარა ტანის ხელმწიფე. არ წავა არაფრით. „პატარა ტანის ხელმწიფეობაში“ მის სიმაღლეს არ ვგულისხმობ, „პატარა კაცობას“ ვგულისხმობ.

აჯანყება მრავალათასიან ტალღას გულისხმობს, მოედანზე დარჩენით, ჩანაცვლებით, იქ ყოფნით. არ არის სავალდებულო, რომ იქ ვიღაცამ შიმშილი გამოაცხადოს. ამ ყველაფრის მომხრე მე ადრე ვიყავი. ვემორჩილები იმ შეთანხმებას. უმრავლესობა თავის გადაწყვეტილებებს იღებს, მაგრამ რავიცი, 30-მდე მიაღწევს ეს ადამიანი? ახლა, უკვე იმაზეა საუბარი ხალხო, რომ არ ამოუქოლონ ფანჯრები, გადაიყვანონ მულტიპროფილურ კლინიკაში. არაფერ შუაში აღარ არის აქ უკვე პრეზიდენტის, ერთი პიროვნების შიმშილი. ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ შეურაცხყოფილები, რომ ამას ვიღაც ბედავს სათავეში. ხან გვეუბნება, რომ წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთო. რომ გადმოვთარგმნოთ არაიურიდიულ ენაზე, ეს არის ლინჩი. ვიღაც ტიპი გამოდის, პრემიერი და ემუქრება პატიმარს – „შენ წესიერად მოიქეცი, თორე დავამატებთ წლებს“. ეს ნიშნავს, რომ მას აქვს მორგებული ტანზე სასამართლო, ის არის მოსამართლე, ის არის პროკურორი, ყველაფერი ის არის“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, აჯანყება საჭიროა, რადგან სამართალი არ არსებობს და მიხეილ სააკაშვილის გასამართლება უნდა სამარცხვინო მართლმსაჯულებას.

„მე, თამარ ჩარკვიანი ვარ მომხრე, რომ საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება, რომელიც კონვენციით ჩვენი მონიჭებული უფლებაა. პირდაპირ წერია, კონსტიტუციით ჩვენ გვაქვს ამის უფლება, ჯანყის უფლება. ჯანყის უფლებას აქვს სხვადასხვა ფორმა. ეს ძირითადად ითვალისწინებს დიდ ტალღას, რომელიც შემდეგ გადადის მორიგეობაში. ოპოზიციაში ვიყავი და მახსოვს საკნები, საკნები რუსთაველზე ძალიან დიდხანს, სამი თვე. მაშინ რა ერქვა ამას? ამ ტიპის აჯანყებას ვგულისხმობ. როდესაც კორუფციაა, ჩემი შვილების თაობას ართმევენ სწავლის ფულს, საჭმლის ფულს, პოლიტიკოსებს მიაქვთ ჩვენი თანხა, ჩვენი ნაშრომი. ამიტომ, უნდა ავჯანყდეთ. მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ პრეზიდენტია, არამედ იმიტომ, რომ სამართალი არ არსებობს და პრეზიდენტის გასამართლება უნდა იმ სამარცხვინო მართლმსაჯულებას, რომელიც ჯიბეში აქვს ჩადებული ღარიბაშვილ-ივანიშვილს. როდესაც შენ კარგავ იმედს, შენ აღარ გაქვს არც მართლმსაჯულება, ვერც კოვიდს მართავენ, შენი თანხები მიაქვთ, შენი მოხუცის სიბერე მიაქვთ, შენი ახალგაზრდის მომავალი მიაქვთ, მაშინ, უნდა თქვა შენ სიტყვა. ამ სიტყვას ყოველთვის ამბობს ხალხის ტალღა. 30 ათასი კაცის შემდეგ სპეცრაზმის გამოყვანასაც აზრი არ აქვს და ეს გაგვიჭირდა ჩვენ? ღირსებააყრილი ვართ, თუ მართლა არ შიათ ადამიანებს? ხომ ვნახეთ, რამდენი ადამიანი შეიძლება, გამოვიდეს გაბრაზებული. ხოდა, გამოვიდეთ, დავრჩეთ ვიმორიგეოთ. იქნებ, ვეღირსოთ ნორმალურ, რეფორმირებულ მართლმსაჯულებას“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.