თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს - გიგზავნით ყვავილებს პოლიტიკაში მრავალფეროვნების შემოტანის სურვილით
თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს - გიგზავნით ყვავილებს პოლიტიკაში მრავალფეროვნების შემოტანის სურვილით

სამშობლოში დაბრუნებას გისურვებთ, ოღონდ შავ-თეთრში არა, გაფერადებულ საქართველოში, – ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელშიც ის ოპოზიციონერ გიორგი ვაშაძის მიერ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დაარსებას ბნელ მხარეს გადასვლად აფასებს.

„ბ.ნო მიშა!!! სიკვდილზე რომ ადამიანები წავლენ და მერე იმ ადამიანებს ეტყვი ბნელ მხარეს ხარო!!!! ვერ არის კარგი საქციელი. საქართველო „შავ-თეთრი არ არის“ – შეცდომაა ასე ფიქრი და მითუმეტეს ამოთქმა, ნიჭიერ ხალხსაც მოსდით შეცდომები სამწუხაროდ, თქვენც შეცდომა დაუშვით ბ.ნო მიშა!!! ეს ყვავილები თქვენ ბ.ნ მიშა, ჩემგან პოლიტიკაში ფერის – მრავალფეროვნების შემოტანის სურვილით და ჩემი გააზრებული მიზანმიმართული სვლით! თქვენი რეფორმების პატივისმცემლად ვრჩები, პოლიტიკაში იმ შეცდომების არ დასაშვებად მოვდივარ, რომელიც იმ დიდ რეფორმებთან ერთად თქვენ დაუშვით (ვითვალისწინებ რუსეთის უშიშროების მიერ “ ჩატარებულ”იმ დროინდელ “ ტროლ-მართალ- ჭორებს” ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ) მეტი აღარ გავაგრძელებ, რადგან საკუთარ თავს, ხალხს და თქვენ პატივს გცემთ, იმ პირობებში და თქვენს გარშემო მყოფ „ტროლ დოქსოფულოების“ გარემოცვაში (ოკუპანტის მიერ ტერორს ვგულისხმობ) რომ მოახერხეთ სახელმწიფოს შენება!!! დიახ, რეფორმები და სახ.ინსტიტუციების შენება, აღვნიშნე და ყველგან ვამბობ, რომ ეს ასეა, რადგან ხომ გაგიგონიათ: „უმადური კაცი დასაკლავად გამზადებულ პირუტყვს ჰგავსო“…… ახლა კი , აღარ გავაგრძელებ ოპონირებას არ ვაპირებ, რადგან ქვეყანა „ცაიტნოტშია“, დასავლეთის მომხრეებში დაპირისპირირება ივანიშვილ- პუტინის გამარჯვებაა! მიკვირს, თქვენ არ უნდა გესწავლებოდეთ ეს! ჩემი გულწრფელი მეგობრული რჩევაა ასე არ თქვათ – „შავ-თეთრი“, არა! შეიძლება მაქედან შავ-თეთრად ჩანს ყველაფერი შორი გზიდან?! და კიდევ, ბევრი ადამიანი- პოლიტიკოსი მინახავს „ჭორების მოსმენით“ აღელვებული, ( ამას ადამიანების გასაგიჟებლად მოგეხესენებათ , რუსეთი -აკეთებს მუდმივად)რასაც არასწორი ნაბიჯები მოჰყვება როგორც წესი! არ გაიმეოროთ სხვისი შეცდომა, ქვეყნისთვის არ იქნება კარგი, მითუმეტეს არც თქვენთვის! წინ ფერადი ქვეყნის აღმშენებლობისკენ, ერთად დასავლური ღირებულებები! სამშობლოში დაბრუნებას გისურვებთ-ოღონდ შავ-თეთრში არა, გაფერადებულ საქართველოში-ჩვენ ორხმიანი არა, მრავალხმიანობის ქვეყანა ვართ“, – წერს ჩარკვიანი.