თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ უცხოელ დამკვირვებლებს არჩევნებზე გაყალბების დასაფიქსირებლად გარკვეული მენტალური ცოდნაც სჭირდებათ
თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ უცხოელ დამკვირვებლებს არჩევნებზე გაყალბების დასაფიქსირებლად გარკვეული მენტალური ცოდნაც სჭირდებათ

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ უცხოელ დამკვირვებლებს არჩევნებზე გაყალბების დასაფიქსირებლად, გარკვეული მენტალური ცოდნაც სჭირდებათ.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, ამ არჩევნებს ცემა-ტყეპა არ აკლდა, მაგრამ მხოლოდ ამით არ ყალბდება არჩევნები.

„არჩევნებთან დაკავშირებით, ყურადღებით გავეცანი უცხოელი დამკვირვებლების შეფასებებს. ისინი ბევრად მკაცრები იყვნენ. ამ ყველაფერს რაღაცნაირად მენტალური ცოდნა უნდა, გარკვეული ტიპის გაყალბებები ხდება და ამას მენტალურადაც სჭირდება ამოცნობა. მაგალითად, დამკვირვებელი როგორ წარმოიდგენს, როცა პედაგოგი იტყვის, რომ ჯოკერს ვთამაშობო და ხელში უჭირავს სიის დასტა. რომ ეკითხებიან, რა არისო, კარტი არისო, ამ მენტალურ სითახსირეს ხომ უნდა ცოდნა? შესაბამისად, რთულია. უცხოელი დამკვირვებელი ყოველთვის უყურებს, შეფუთვა როგორ მიმდინარეობს, რა სიმშვიდით. ცემა-ტყებაც არ აკლდა ამ არჩევნებს, მაგრამ მხოლოდ ცემა-ტყეპით არ ყალბდება არჩევნები“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.