თაკო ჩარკვიანი - მეკითხებიან, ხომ არ არის პრობლემა ჩარკვიანსა და ბურჯანაძეს შორის, რას ბრძანებთ, პრობლემა არის საქართველოსა და რუსეთს შორის
თაკო ჩარკვიანი - მეკითხებიან, ხომ არ არის პრობლემა ჩარკვიანსა და ბურჯანაძეს შორის, რას ბრძანებთ, პრობლემა არის საქართველოსა და რუსეთს შორის

სულ მეკითხებიან, რამე პრობლემა ხომ არ არის ჩარკვიანსა და ბურჯანაძეს შორის. არა, რას ბრძანებთ, საქართველოსა და რუსეთს შორის არის პრობლემა, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებებზე ყველა ერთად სხედან ვადამდელი არჩევნების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

„ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მე მხოლოდ შევთავაზე ოპოზიციას ჩემი სწორი პოზიცია. თქვენი კითხვა ლეგიტიმურია, სულ მეკითხებიან, რამე პრობლემა ხომ არ არის ჩარკვიანსა და ბურჯანაძეს შორის. არა, რას ბრძანებთ, საქართველოსა და რუსეთს შორის არის პრობლემა. ამ მოლაპარაკებაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის საკითხში ჩვენ ყველანი, ეკლექტური ნაკრები ერთად ვსხედვართ.

მე ვამბობ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ლიდერებად საქართველოში რუსეთი ნუ გათამამდება, ვინაიდან არ აღმოჩნდეს ეს ნიშანი რუსეთისთვის, აგერ ბატონო, მე ხელისუფლებაშიც შემძვრალი ვარ და ახლა ოპოზიციაშიც შემოვძვერი. ეს არის ჩემი პრევენცია, ლეგიტიმური და მემგონი, ჯანმრთელი ადამიანი ამას უნდა იზიარებდეს, როცა ასეთ დღეში გვაგდებს რუსეთი“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.

დატოვე კომენტარი