თაკო ჩარკვიანი - მას შემდეგ, რაც სრულად შეიქმნება სურათი უცხოელებისთვის, ვფიქრობ, ჩვენი აზრები დაემთხვევა, აბა, სახელმწიფოს ხომ არ დავთმობთ
თაკო ჩარკვიანი - მას შემდეგ, რაც სრულად შეიქმნება სურათი უცხოელებისთვის, ვფიქრობ, ჩვენი აზრები დაემთხვევა, აბა, სახელმწიფოს ხომ არ დავთმობთ

ალბათ, ნახეთ, რაოდენ განსხვავებული აზრებია, ყველა ორგანიზაციას თავისი საქმე აქვს, იმიტომაც გამოვდივართ, რომ უფრო კარგად გაიგონ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, თაკო ჩარკვიანმა ეუთო-ს დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც სრულად შეიქმნება სურათი უცხოელებისთვის არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე, მათი აზრებიც შეიცვლება.

„ალბათ, ნახეთ, რაოდენ განსხვავებული აზრებია. აირაიმ რადიკალური დასკვნა გამოაქვეყნა, პრაქტიკულად, შეაფასა, როგორც კონსტიტუცია დაარღვიეთო. მსგავსი დასკვნა ბოლო ათწლეულებია, არ წამიკითხავს. ამიტომ, ასე ვერ გეტყვით, ყველა ორგანიზაციას თავისი საქმე აქვს, იმიტომაც გამოვდივართ, რომ უფრო კარგად გაიგონ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ერთი კვირის წინ ერთ-ერთ ძალიან თვალსაჩინო წარმომადგენელს ვკითხე, თქვენს სახელმწიფოში სახეწლმწიფო რომ მიიტაცოს რუსმა ფეოდალმა, თუ შეიძლება მითხარით, რომელ ინსტიტუციას დაეყრდნობა და რა ფორმით გააპროტესტებთ-მეთქი, პასუხი მივიღეთ, ქუჩაში გამოვიდოდა ხალხიო, ხოდა ქუჩაში ვართ.

არასდროს ასე არ მიგითითებს შენ არავინ, შეხვიდე, თუ არ შეხვიდე. ამ დიდ წუხილს ნელ-ნელა ასე ვაგებინებთ. რიტორიკა როგორ შეიცვალა, აირაიმ სხვა დასკვნა გამოაქვეყნა. მიემხრო ოპოზიციას და მიუთითა ხელისუფლებას. ჭირისუფლურად განწყობილმა ოპოზიციამ, რომელსაც სტკივა თავისი სახელმწიფოს ნგრევა და გრძნობს, ყოველ ნაბიჯზე აქ რაც ხდება, უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს. ეს ჩვენი სახელმწიფოა, ჩვენ ინფორმაციები უნდა შევატყობინოთ სწორად ჩვენს დასავლელ მეგობრებს, რათა ქვეყანა არ დავკარგოთ და რუსეთისკენ არ წავიდეს, მშვიდად არ გადააბაროს ამ კაცმა. ღრმად ვარ დარწმუნებული, თავისუფალი მოთამაშე არ გახლავთ ივანიშვილი. ჩვენ რომ გვენახა, საოლქოებმა მიიღეს რამე სახით სარჩელი, პროკურატურამ რამე პასუხი გაგვცა, ოპოზიცია უკვე სხვანაირად დაიწყებდა ფიქრს. ვნახეთ, არ იღებს სასამართლო, პარლამენტში რომ შეხვალ, შემდეგ რატომ მიიღებს. სრულად როდესაც შეიქმნება სურათი უცხოელებისთვის, რა ტოტალურ გაყალბებაზეა საუბარი, ვფიქრობ, ჩვენი აზრები დაემთხვევა. ყველა შეიცვლის, ეუთოც შეიცვლის აზრს, აბა, სახელმწიფოს ხომ არ დავთმობთ. შევედით და მერე? რას ვაკეთებთ იქ. განა, ვინმეს ეხალისება, ამ სიცივეში „კოვიდის“ დროს გარეთ ყოფნა. ამ პანდემიის დროს ასაკიანი ხალხია თავისი ინიციატივით გამოსული. ანუ, რაღაც ხდება არა, ამ სახელმწიფოში.

მივმართავდი ხელისუფალს, აბა, ამ კუთხით შეხედეთ, რამდენმა ადამინმა გაწირა თავი ამ მიტინგების დროს. ანუ, რაღაც არ არის კარგად. რადგან დიალოგს მთავაზობ, უნდა შემომთავაზო სამართლებრივი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელის, ფინელ პარლამენტარ პია კაუმას განცხადებით, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.

ამასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში პოლიტიკური მოთამაშეები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის მუშაობაში.