თაკო ჩარკვიანი - მაჩვენეთ ადამიანთა გუნდი, რაღაც რაოდენობა მაინც, ვინც ჩერგო-ბოკერიას ოდესმე ხმას მისცემს, რამდენჯერაც მოსინჯეს დამოუკიდებლად თავის შეყოფა პოლიტიკაში, იმდენჯერ გაანულა ხალხმა
მართლა მაჩვენეთ ადამიანთა გუნდი, რაღაც რაოდენობა მაინც, ვინც ამ „ცოლ-ქმარს“, ჩერგო-ბოკერიას ოდესმე ხმას მისცემს, – ამის შესახებ ყოფილი ოპოზიციონერი პარლამენტარი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩარკვიანი წერს, მათ „რამდენჯერაც გაბედეს და მოსინჯეს დამოუკიდებლად თავის შეყოფა პოლიტიკაში, იმდენჯერ გაანულა ხალხმა“.
„ჰოდა, აბა, რატომ და ვინ ატლიკინებს ამ „დუეტს“ ??? ხალხი არა – ეს ფაქტია. აბა, ვინ და რატომ ?! მართლა ასე რთულია ამ კითხვაზე პასუხი ?! დედა, რა საცოდაობაა ეს „ჩერგოს ალიანსი“ თუ „პასიანსი“ „ოცნებასთან“!!!! კი, კი, დიახ, დიახ, ვიცით, სახელიც აკვდება მის არაცნობიერს – „ალიანსი“. ოღონდ ვისთან ალიანსი, აი, ეს არის საკითხავი?! ხალხთან რომ არ არის „ჩერგოს ალიანსი“ – ეს ფაქტია!!!!“ – წერს თაკო ჩარკვიანი.