თაკო ჩარკვიანი - ხვალ, 12:00 საათისთვის პარტიის ოფისში შევიკრიბებით და სააკაშვილის მხარდამჭერთა მრავალათასიანი მიტინგის თარიღს გამოვაცხადებთ
თაკო ჩარკვიანი - ხვალ, 12:00 საათისთვის პარტიის ოფისში შევიკრიბებით და სააკაშვილის მხარდამჭერთა მრავალათასიანი მიტინგის თარიღს გამოვაცხადებთ

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ხვალ, 12:00 საათისთვის პარტიის ოფისში შეიკრიბებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ფრთომასშტაბიანი აქციის გეგმებზე ისაუბრებენ.

თაკო ჩარკვიანის თქმით, დღეს სპონტანურად შედგა შეხვედრა ემიგრანტთა მხოლოდ მცირე ჯგუფთან.

„სპონტანური შეხვედრაა, ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო, მოგვადგა ემიგრანტთა შესანიშნავი ჯგუფი, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან. როგორც თავად ამბობენ, ეს არის უმცირესი ჯგუფი. ამიტომ გვინდა, ხვალ, 12:00 საათისთვის დავაანონსოთ უფრო დიდი შეკრება, რათა საკიდზე უკვე ჩამოვკიდოთ მხარდამჭერთა დიდი აქცია, საერთო სახალხო მოძრაობა, რომელიც შეიქმნა. მოგებულია არჩევნები და ისინი აპირებენ თავიანთი პრინციპების, ხმების დაცვას, უპირველს ყოვლისა, თავიანთი პრეზიდენტის დაცვას, რომელიც გამომწყვდეულია ახლა ციხეში. ხვალ, 12:00 საათისთვის ჩვენ გვექნება კონკრეტული საინფორმაციო გეგმა, საათი დიდი ფართომასშტაბიანი აქციისა.

მოძრაობა არის მოძრაობა, ეს არ არის პარტია, ეს არის სახალხო მოძრობა, ამ მოძრაობაში ხალხს აქვს ხელში ყველაფერი – მიკროფონიც ხალხის ხელშია და ტრიბუნაც იქნება ხალხის ხელში. პარტიები, პოლიტიკოსები, რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არის, მაგრამ კოორდინაცია იქნება სახალხო მოძრაობასთან და ყველაფერი ნებადართული იქნება ხალხისგან. ტრიბუნა, მიკროფონი ხალხს, მათი ლიდერის, პრეზიდენტი სააკაშვილის და მათი ხმების დასაცავად. სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში ამ ბანდიტურ, კლანურ მართლმსაჯულებას გავასამართლებინოთ პრეზიდენტი. ამიტომ, ხვალ, 12:00 საათისთვის ვაანონსებთ ამ ოფისში მოთელვა-შეკრებას და გამოვაცხადებთ თარიღს დიდი, ფართომასშტაბიანი, მრავალათასიანი მიტინგის და ზუსტად გეტყვით ლოკაციის ადგილს. ახლა მიდის კოორდინაცია, მეტიც, არ მინდა, ძალიან ადრე იყოს ლოკაციის ადგილი გამოცხადებული, ჩვენ არ გვაქვს ტიპურ, ნორმალურ ხელისუფლებასთან საქმე…ღირსების საქმეა, თუ ამ ადამიანებმა რამდენიმე ათასი კილომეტრი გამოიარეს და ჩამოვიდნენ, ჩვენ აქ მყოფები გავინძრეთ და მივიდეთ, ღირსება გამოვხატოთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.