თაკო ჩარკვიანი - „სტრატეგია აღმაშენებლის“ დატოვების გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიმიღია
თაკო ჩარკვიანი - „სტრატეგია აღმაშენებლის“ დატოვების გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიმიღია

ჯერჯერობით „სტრატეგია აღმაშენებლის“ დატოვების გადაწყვეტილება არ მიმიღია, რატომ ვამბობ ჯერჯერობით, იმის მიხედვით ბლოკია, როგორ გაგრძელდება, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, მისი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მოსაზრებები პარლამენტში შესვლის საკითხზე ერთმანეთს ემთხვევა.

„მე გიორგი ვაშაძისგან რა ინფორმაციაც მაქვს, ემთხვევა ჩვენი აზრი ერთმანეთს. გიორგი პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ჩემთვისაც არ არის თვითმიზანი შესვლა-არშესვლა. აქ საუბარია, როგორ მოვახერხებთ რეფორმებს. მე წავალ, არ წავალ, თუ რა გადაწყვეტილებასაც მივიღებ, ამას მივიღებთ მე და გიორგი, რადგან ჩვენ შევქმენით ეს ბლოკი. შეიძლება, იყოს განსხვავებული მოსაზრებები, შეიძლება არ იყოს. ამას გავარკვევთ მე და გიორგი, ვერავინ სხვა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

დატოვე კომენტარი