თაკო ჩარკვიანი - ჯანყის უფლება გვაქვს, ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა, გინდ დამიჭირეთ, გინდ არა
თაკო ჩარკვიანი - ჯანყის უფლება გვაქვს, ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა, გინდ დამიჭირეთ, გინდ არა

ჯანყის უფლება გვაქვს, ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა, გინდ დამიჭირეთ, გინდ არა, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც ჩარკვიანი ამბობს, თუ მაისის თვეში საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩამოვა, „ხალხი დაიცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას და ამას მხოლოდ ჯანყი უშველის“.

„თუ მაისის თვეში, შემოიყვანენ ლავროვს, თუ ჩვენ ყველანი მივხვდებით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ვკარგავთ, ვკარგავთ ქართულ სახელმწიფოს, ვერც ნათიას და ვერც თქვენი ოქროს მოწმობა იმ მოღალატეობრივ ქმედებაში ვერ უშველის ბიძინა ივანიშვილს. გნებავთ შევარდნა დაარქვით, გნებავთ ნუგზარ ფოფხაძე დაიყენეთ წინ, ვერ გიშველით ვერც ერთი ცრუ მოწმე. ამას მხოლოდ ჩაახშობს ხალხი, ის დაიცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას და ამას მხოლოდ ჯანყი უშველის კონსტიტუციური უფლებით“,- განაცხადა ჩარკვიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აანონსებს თუ არა ის აჯანყებას, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თუკი ქართულ სახელმწიფოებრიობას საფრთხე შეექმნება, აჯანყება იქნება.

„რა თქმა უნდა. თუკი თქვენ ოკუპანტს შემოიყვანთ, ქართულ სახელმწიფოებრიობას სერიოზული საფრთხე თუ დაემუქრება, თუკი ევროპარლამენტარები იტყვიან, რომ ქართულ სახელმწიფოში აღარ არის სამართალი, ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან ოსტატურად თუ თქვენ ეტყვით, რომ უნდა დატოვოთ ბატონო ქვეყანა, ასე გამოდის, რადგან თქვენ ნუ ერევით ჩვენს სუვერენიტეტში მარტო მილიონები გადმორიცხეთ, რომ ჩვენ შევჭამოთო, რა თქმა უნდა, ქართულ სახელმწიფოში მცხოვრებელ პატრიოტ ადამიანებს, რომლებმაც წლების განმვალობაში ძლივს მოიპოვეს ქართული დამოუკიდებლობა, მათ დარჩათ ერთადერთი კონსტიტუციური უფლება. დიახ, ჯანყის უფლება არსებობს. ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა, გინდ დამიჭირეთ, გინდა ნუ დამიჭერთ. ეს მასწავლეს ღრმა ბავშვობაში“,- განაცხადა ჩარკვიანმა.