თაკო ჩარკვიანი - ჯანყი საქართველოს გადასარჩენად, საქართველოს გადაბარება მიმდინარეობს, გავწვებით და ვერ გადააბარებთ
თაკო ჩარკვიანი - ჯანყი საქართველოს გადასარჩენად, საქართველოს გადაბარება მიმდინარეობს, გავწვებით და ვერ გადააბარებთ

ჯანყი საქართველოს გადასარჩენად, სახელმწიფოებრიობას ემუქრება დიდი საშიშროება, საქართველოს გადაბარება მიმდინარეობს, გავწვებით და ვერ გადააბარებთ, – ამის შესახებ „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ევრაზიულ კავშირში შესვლა სურს.

„მათ სურთ ევრაზიული კავშირი, ჩვენ ვხედავთ საქართველოს მოსალოდნელ ანექსიას. მიზანმიმართული კონფრონტაცია არის დასავლეთთან, ეს აქვთ მათ დიდი ხანია ჩაფიქრებული. ერთადერთი ამ სამშობლოს გამყიდველებს და საქართველოს გადამბარებლებს ეშინიათ ხალხის ტალღის. რევოლუცია არ მოხდება, ქვეყანას გადააბარებენ ეს ნაძირლები. ტელევიზიებში მეტი ბოდიალი აღარ შემიძლია, არანორმალურობა არის. მე გეუბნებით – ჯანყი საქართველოს გადასარჩენად, სახელმწიფოებრიობას ემუქრება დიდი საშიშროება,  საქართველოს გადაბარება მიმდინარეობს, გავწვებით და ვერ გადააბარებთ“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.