თაკო ჩარკვიანი - იაგო ხვიჩიამ თქვა, ნაძლევი დავდე რაქვიაშვილთან ხინკალზე, რომ ესენი ყველანი პარლამენტში შევლენო, ღმერთო, ამდენი „კანონდებილი“ მართლა სასჯელია
თაკო ჩარკვიანი - იაგო ხვიჩიამ თქვა, ნაძლევი დავდე რაქვიაშვილთან ხინკალზე, რომ ესენი ყველანი პარლამენტში შევლენო, ღმერთო, ამდენი „კანონდებილი“ მართლა სასჯელია

ვუსმინე იაგო ხვიჩიას, ნაძლევი დავდე რაქვიაშვილთან ხინკალზე, რომ „ესენი“ ყველანი პარლამენტში შევლენო, ღმერთო, ამდენი „კანონდებილი“ მართლა სასჯელია, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქზე“ წერს.

„ღმერთო, ასეთი რა სასჯელია მართლა, რომ ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ორგანოში, ანუ კანონები ვინც უნდა მიიღოს, „ხინკალზე ნაძლევის“ იქით ვერ მიდიან, ახლა მოვუსმინე იაგო ხვიჩიას ნაძლევი დავდე რაქვიაშვილთან ხინკალზე, რომ „ესენი“ „ყველანი პარლამენტში“ შევლენ თუ არაო. „ესენი“, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“, მე – „კანონი და სამართალი“, შალვა ნათელაშვილი „ლეიბორისტები“, „ევროპული“, ელენე ხოშტარია.

„ხინკალზე დავნიძლავდითო“ თქვა ამ ოლიგარქის მარიხუანის პლანტაციის მონამ (გამიხარდა, ხინკალს თუ ჭამდა არ ვიცოდი) ღმერთო რა, ამდენი „კანონდებილი“ მართლა სასჯელია. თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნაძლევი“,- წერს ჩარკვიანი.

 

 

ღმერთო ასეთი რა სასჯელია მართლა, რომ ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ორგანოში ანუ კანონები ვინც უნდა მიიღოს, “ხინკალზე…

Posted by Tako Charkviani on Thursday, 22 April 2021