თაკო ჩარკვიანი - ღმერთმა რაღაცნაირად გადმოაგდო გამოსავალი ზუგდიდისთვის და ეს არის ქალი ლიდერი სანდრა რულოვსი
თაკო ჩარკვიანი - ღმერთმა რაღაცნაირად გადმოაგდო გამოსავალი ზუგდიდისთვის და ეს არის ქალი ლიდერი სანდრა რულოვსი

სანდრა რულოვსი არის ქალი ლიდერი, რომელსაც ვაკვირდები და ძალიან დიდი სიმშვიდით მიჰყავს საარჩევნო პროცესი, ამ სიმშვიდეს ვერ გამოიგონებ, თუ ეს შენთვის ორგანული არ არის, – ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა ზუგდიდში, სანდრა რულოვსის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამდენი გაჭირვების შემდეგ ღმერთმა რაღაცნაირად გადმოაგდო გამოსავალი ზუგდიდისთვის და ეს არის სანდრა რულოვსი.

„ახლა ვუსმენდი ამ ქალბატონის ქართულს და ვიფიქრე, რომ რანაირად უნდა გიყვარდეს აქაურობა, რომ სიტყვა „სავალალო” ასე ორგანულად თქვა. მართლა სავალალო სიტუაცია შეიქმნა საქართველოში და რულოვსის მოღვაწეობის პერიოდში უნდა იგრძნოს სამეგრელომ აღმშენებლობა.

ძალიან დიდი გაჭირვება გამოიარა ამ კუთხემ. რუსეთის უშიშროება ძალიან კარგად და მიზანმიმართულად ახერხებდა ორივე მხარეს ემუშავა. ეს იყო მათი აბსოლუტური დამუშავება. მუშნი ზარანდია ჭაბუა ამირეჯიბმა შემთხვევით კი არ გამოიგონა. საბედნიეროდ, ჩვენ არ ვართ უგონო ხალხი და დავინახეთ ეს ყველაფერი. რა დიდი ოპონირებაც არ უნდა გაუწიოთ სააკაშვილს, იმას, რომ მან სახელმწიფოებრივი ინსტიტუციები შექმნა საქართველოში, ოპონირებას ვერავინ ვერ გაუწევს. შესაბამისად, სააკაშვილის ინტერესშია, რომ ზუგდიდი აყვავდეს. ანაკლიას თუ ვინმე ააყვავებს, ეს იქნება რულოვსი. ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს ბათუმში. ძალიან მინდა, რომ შემდეგ ჩამოსვლაზე ძალიან ბედნიერი სამეგრელო ვნახო. 30 წელიწადია, ჩვენი ლამაზი ქვეყანა გაუბედურებულია. ამ ორმოში ჩემი ქვეყანა არ უნდა ჩავარდეს. სამეგრელო თავისი ნიჭიერებით შეუძლებელია, ვერ მიხვდეს, რომ ახლა იმ ორმოს გადაფარებული აქვს ხაფანგი და იმ ხაფანგში სამეგრელო არ უნდა ჩავარდეს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.