თაკო ჩარკვიანი - განახლებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც უფრო ნაკლები ხატია დეკანოიძის ტიპის ადამიანი ეყოლება, მით უკეთესი, თუმცა მათი საქმეა, დაიბრუნებენ თუ არა
თაკო ჩარკვიანი - განახლებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც უფრო ნაკლები ხატია დეკანოიძის ტიპის ადამიანი ეყოლება, მით უკეთესი, თუმცა მათი საქმეა, დაიბრუნებენ თუ არა

განახლებულ „ნაციონალური მოძრაობას“ რაც უფრო ნაკლები ხატია დეკანოიძის ტიპის ადამიანი ეყოლება, მით უკეთესი, – ამის შესახებ პარტია „კანონისა და სამართლის“ ხელმძღვანელმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, პარტიის საქმეა, დაიბრუნებენ თუ არა ხატია დეკანოიძეს.

„ჩემი დამოკიდებულებით, რაც უფრო ნაკლები პოლიციის აკადემიის ყოფილი უფროსი ეყოლება ახალ გუნდს, მით უკეთესია მათთვის. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, მართლაც ახალი გუნდია: ირაკლი ფავლენიშვილი, იგორ ნარმანია, თათია ნიკოლაიშვილი, სოფო ჯაფარიძე, ლაშა ფარულავა, თვითონ ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე, სიკეთის მეტი ამ ბიჭს არაფერი გაუკეთებია. რაც უფრო ნაკლები ეყოლებათ ხატია დეკანოიძის ტიპის ადამიანი, რომელსაც კი არაფერი დაუშავებია, მაგრამ ჩემთვის და ჩვენნაირებისთვის დააშავა, ხმას რომ არ იღებდა. დღეს გამოდის და ლაპარაკობს, თურმე მაშინ დარღვევები იყოო. მე არ მახსენდება მაშინ პოლიციის აკადემიის უფროსი ხატია დეკანოიძე. რაც უფრო ნაკლებ ტიპს დაიბრუნებს უკან განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ნამდვილად განახლებულია, მით უკეთესი იქნება მათთვის. დანარჩენი მათი საქმეა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრუნდება, თუმცა თავად ხატია დეკანოიძე აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.