თაკო ჩარკვიანი - გამოსავალს ასეთ რაღაცაში ვხედავ, ერთხელ უნდა გავიჭირვოთ, მთელ რუსთაველზე ლეიბები დავყაროთ და გავწვეთ
თაკო ჩარკვიანი - გამოსავალს ასეთ რაღაცაში ვხედავ, ერთხელ უნდა გავიჭირვოთ, მთელ რუსთაველზე ლეიბები დავყაროთ და გავწვეთ

შიმშილი რომ შემძლებოდა, ვიშიმშილებდი, ვერ ვშიმშილობ, ჩემი გარკვეული პრობლემების გამო, მაგრამ პროტესტის ათასგვარი ფორმა არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვინმა განუცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოებრიობისთვის მიდის ბრძოლა.

„დავდივართ, დავძრწით ქუჩიდან ქუჩაში. არ მაინტერესებს არაფერი, აღარაფერი. ჩემთვის დროის ათვლა დაიწყო, სანამ ესენი არ წავლენ. შეურაცხყოფილი ვარ. იცით, რა ხდება, ყველას მოთხოვნაა. წამების მონაწილეები ვართ. ვუყურებთ ტელევიზორს, აბსოლუტურად ვერაფერს ვაკეთებთ. მოგვტაცეს, ყველანაირ კანონს არღვევენ ჩვენ თვალწინ. ამის უფლება არავის აქვს, რომ მისი უფლების გარეშე, ოჯახმა არაფერი იცოდეს, ადვოკატმა არ იცოდეს. ორი საათის განმავლობაში არ ვიცოდით, სად იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმარი. მე არ ვიცი, ამის იქით რა შეიძლება, მოხდეს. ნუ აი, სტრასბურგი დარჩა. მთელი საქართველო უნდა ვიყოთ გარეთ. მე მინდა, რომ კარგად გავაანალიზოთ, რისთვის არის ბრძოლა. კონკრეტული პიროვნებისთვის კი არ არის ბრძოლა, ბატონებო, საქართველოს სახელმწიფოებრიობა დაგვალეწეს თავზე. გესმით, რაზეა საუბარი? აი, ყოველგვარი კანონის აღვირახსნილობაა. გვეუბნება, რომ მინდა, წყლის ჭავლს მოგიშვერ, გაგთელავ, გესვრი, მოვიტაცებ. ჩვენი შვილები რომ წაიყვანონ? ჩვენს ოჯახებში, აი, გავქრეთ. ზუსტად ასე შეიძლება, ოჯახებიდან გაიყვანონ ადამიანები“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, პროტესტის ფორმასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს.

„მე გამოსავალს ასეთ რაღაცაში ვხედავ, რა ვიცი. მეუხერხულება, რადგან ამას მარტო ადამიანები ვერ აკეთებენ. სამწუხაროდ, ასეთ რაღაცებს ყოველთვის რაოდენობა სჭირდება. მე მგონია, რომ გამოსავალი არის ასეთი. ცუდ რამეს ვამბობ, ვიცი, მაგრამ ჩემს აზრს ვამბობ. მგონია, რომ ის დიდი რაოდენობა ტალღის ერთხელ უნდა გავიჭირვოთ. ეს არ იქნება დიდი ხნით. ერთხელ, მთელ რუსთაველზე ლეიბები დავყაროთ და გავწვეთ. ეს არის ჩემი აზრი. არ მოსწონს ვიღაცას, ნუ მოსწონს, მე ჩემი ვთქვი, ერთი აზრი. შიმშილი რომ შემძლებოდა, ვიშიმშილებდი, ვერ ვშიმშილობ, ჩემი გარკვეული პრობლემების გამო. მაგრამ პროტესტის ათასგვარი ფორმა არსებობს. მჯდომარე, ასე შემდეგ… იმიტომ, რომ სხვა მე არაფერი მესახება. თავს ნუ მოვიტყუებთ. ეს სრულიად აღვირახსნილი ჩარჩი, რომელმაც ჩვენი ოქროს ქვეყნა, როგორც ოქრო, ისე მიიტაცა… სამწუხაროდ, მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული 2012 წელს ამის მოთრევისთვის. მაგრამ არ გავაგრძელებ წინ რა საფანელი იყო, ასე ვთქვათ და რატომ მოხდა ეს ყველაფერი. ნუ, როგორღაც უნდა გავიყვანოთ ესენი. გამოვტაცოთ ჩვენი სახელმწიფო“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.