თაკო ჩარკვიანი - ძალიან უდროო იყო პრაიმერიზზე საუბარი, მივესალმები, რომ დასავლური ვექტორი გაერთიანდეს, მაგრამ პრაიმერიზით არა, დიდი სისულელე და პოლიტიკური ამბიციები მგონია
თაკო ჩარკვიანი - ძალიან უდროო იყო პრაიმერიზზე საუბარი, მივესალმები, რომ დასავლური ვექტორი გაერთიანდეს, მაგრამ პრაიმერიზით არა, დიდი სისულელე და პოლიტიკური ამბიციები მგონია

„ძალა ერთობის“ თემისთვის წლები ვიბრძოლე, ბოლო ორი წელი განსაკუთრებით, რომ არ დაშლილიყო, მაგრამ მაშინ რაღაც არ მახსენდება, ვინმეს ინიციატივა გამოეჩინა, რომ ეს ერთობა არ დაშლილიყო. მივესალმები ხელმეორედ თუ ხელ მესამედ გაჟღერებულ ამ ინციატივას, დასავლური ვექტორის გაერთიანებას, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, დასავლური პარტიების გაერთიანების მომხრეა, თუმცა არ მოსწონს პრაიმერიზის იდეა.

„დასავლური პარტიების გაერთიანების მომხრე ვარ, ოღონდ არა პრაიმერიზით. ერთიან საარჩევნო სიაზე არაა თანახმა, არც „ნაციონალური მოძრაობა“. თავიანთი სიმართლე „ნაცმოძრაობასაც“ აქვს, რადგან მუდმივად პატარა პარტიებმა მოსთხოვონ, მოდი, შენი ელექტორატი გამოგვაყენებინე, მიშა არ ვახსენოთო, ასე არ ხდება ურთიერთობა. ხალხს არანაირი პრაიმერიზი არ აინტერესებს. ხალხს აინტერესებს 12 პუნქტის, დასავლური ღირებულებების გამო გაერთიანება და ეს დაამტკიცეს, როდესაც 160 000 კაცი გამოვიდა ქუჩაში. ვინ რა თანამდებობებზე იქნება, ჩრდილოვანი კაბინეტი ერქმევა, თუ ჩრდილოეთის კაბინეტი, მოგვადგა უკვე რუსეთის სახით და რა დროს ჩრდილოვან კაბინეტზეა საუბარი, ეს ხალხს არ აინტერესებს. ამიტომ, ვთვლი რომ ძალიან უდროო იყო პრაიმერიზზე საუბარი. მივესალმები, რომ დასავლური ვექტორი გაერთიანდეს, მაგრამ პრაიმერიზით არა, დიდი სისულელე და პოლიტიკური ამბიციები მგონია“, – განაცხადა ჩარკვიანმა.