თაკო ჩარკვიანი - დღეს რუსეთ-საქართველოს ომია და ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი სჭირდება ქვეყანას
თაკო ჩარკვიანი - დღეს რუსეთ-საქართველოს ომია და ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი სჭირდება ქვეყანას

მგონია, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას თუ შეწყვეტდა, ძალიან წაადგებოდა იმ ბრძოლას, სადაც ერთად უნდა ვიყოთ ყველა. ეს არის რუსეთ-საქართველოს ომი, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი სჭირდება ქვეყანას.

„ძალიან რთული პროცესია. მან უდიდესი საქმე გააკეთა ამ პოლიტიკური აქტით. მისი ჩამოსვლა იყო ბრწყინვალე, მასშტაბური პოლიტიკური აქტი. ამაზე მინდა ვესაუბრო, შემდეგ სტრატეგიაზე. როგორც ლიდერმა, თავად იცის, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ახლა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია  ბრძოლისთვის, რომელიც ახლა იწყება. მგონია, რომ თუ შეწყვეტდა შიმშილობას, ძალიან წაადგებოდა იმ ბრძოლას, სადაც ერთად უნდა ვიყოთ ყველა, ეს არის რუსეთ-საქართველოს ომი. დღეს რუსეთ-საქართველოს ომია და ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის რუსეთის მიერ დევნილი, ცოცხალი სჭირდება ქვეყანას. პირველად მივცემ ჩემს თავს უფლებას. ამ ხნის განმავლობაში არ მიმიცია ჩემი თავისთვის ამის უფლება, რადგან ეს არის მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება. მიმაჩნია, რომ დღეს ის ცოცხალი სჭირდება ქვეყანას“, – განაცხადა ჩარკვიანმა.