თაკო ჩარკვიანი - დავდივართ და ოჯახებში ისეთი მდგომარეობაა, გეფიცებით, თმები ყალყზე მაქვს
თაკო ჩარკვიანი - დავდივართ და ოჯახებში ისეთი მდგომარეობაა, გეფიცებით, თმები ყალყზე მაქვს

პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომი 7 აგვისტოს დაიწყო და არა  – 8 აგვისტოს.

„დღეს 7 აგვისტოა. შემთხვევით არ ვახსენებ ამ სიტყვას, ეს არის რუსული მართვის სქემები. შვიდში დაიწყო ომი და არა  – რვაში. ოთხი სოფელი ჰქონდათ გამოვლილი ტანკებს. ამ სისულელეს არ შემიძლია, გვერდი ავუარო. ჩვენი ხელისუფლება, სამწუხაროდ, აგრძელებს რუსულ ნარატივს, რუსული კორუფციული სქემით ცხოვრებას და გამოსავალი არ არის, უნდა მოვიდეთ და დავასრულოთ“ – აღნიშნა ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, ფული, ბიუჯეტი არის ხალხის, ხალხის ნაშრომი და ყოველი კაპიკი, გრანტი იქნება ეს, თუ სხვა რამ, უნდა მივიდეს ხალხამდე.

„არ მოგასვენებთ, ოქტომბრამდე ასე გავივლით, თითოეულ კვლევას მივაწოდებთ ხალხს, დაიდება სოციალურ ქსელში. ეს არ არის შემთხვევითი კვლევები, ყოველი კაპიკი გვაქვს აღნუსხული. შეუძლებელია უკვე ამის ატანა, სულ ჩაეფლო კორუფციის ტალახში ქვეყანა და რაღაც უნდა ვიღონოთ. ახლა დავდივართ და გეფიცებით, თმები ყალყზე მაქვს, ისეთი მდგომარეობაა ოჯახებში და კიდევ ვიღაც ბედავს, გამოდის და ამბობს –  მადლობა. მადლობა კი არა, ქურდები სხედან ხელისუფლებაში“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

დატოვე კომენტარი