თაკო ჩარკვიანი - ბურჯანაძის გამო კოალიციაზე ვერ ვეტყვი უარს, მაგრამ ვფიქრობ, ბევრ შენიშვნას მიიღებს რუსეთის მომხრე პარტიის გამო და რაში სჭირდებოდათ, ვერ მივხვდი
თაკო ჩარკვიანი - ბურჯანაძის გამო კოალიციაზე ვერ ვეტყვი უარს, მაგრამ ვფიქრობ, ბევრ შენიშვნას მიიღებს რუსეთის მომხრე პარტიის გამო და რაში სჭირდებოდათ, ვერ მივხვდი

რაც არის ეს არის, ხელისუფლებამ სახვა არჩევანი არ დაგვიტოვა. რაც შეხება ბურჯანაძის პარტიის გამოჩენას, შესაძლოა, მაღალ საფეხურებზე ვერ დავინახეთ, მაგრამ ჩემთვისაც ცოტა მოულოდნელი იყო, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ღირებულებებს გაფრთხილება სჭირდება.

„ვფიქრობ, როდესაც ღირებულებების ბრძოლაა, იქ უნდა გავუფრთხილდეთ ღირებულებებს. ვფიქრობ, არ შეიძლება პარტიას, რომელსაც არ შეუცვლია თავისი პროგრამა და ემსახურება რუსეთის ინტერესებს, ის პარტია შენს ქვეყანას არასდროს უნდა შესთავაზო, მაგრამ 30 მოდის და ვემხრობი კოალიციას, რადგან ხელისუფლებამ სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა. თუმცა, ვიმეორებ, ჩემთვის წარმოუდგენელია ეს მიდგომა ოკუპირებული ტერიტორიების ქვეყანაში. მეც არ ვიცოდი, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვა რა არჩევანი გვაქვს? ბურჯანაძის გამო კოალიციაზე ვერ ვეტყვი უარს, მაგრამ ვფიქრობ, ბევრ შენიშვნას მიიღებს ეს კოალიცია რუსეთის მომხრე პარტიის გამო და რაში სჭირდებოდათ, ვერ მივხვდი. პროცენტულად რას აძლევთ, განულებული პარტიაა, რატომ გადაწყვიტეს რუსეთის მსახური პარტიის შეყვანა თან განულებული პროცენტით, არ ვიცი. ვიღაც პარტიები იქ რომ არიან, ჩემთვის მისაღებია, პროცენტები სჭირდება კოალიციას, მაგრამ ბურჯანაძისგან რა პროცენტი უნდა აიღო, გარდა იმისა, რომ კიდევ ლანძღვის ახალი ტალღა უნდა წამოვიდეს ოპოზიციის თავზე“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინ ე.წ. კოალიციური გუნდი წარადგინა. მათ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, მოძრაობა „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“, აგრეთვე „ევროპული საქართველოსა“ და ნინო ბურჯანაძის პარტიის, „ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლები.

დატოვე კომენტარი