თაკო ჩარკვიანი - ბოკერიას პიროვნული რეიტინგი კატასტროფულია
თაკო ჩარკვიანი - ბოკერიას პიროვნული რეიტინგი კატასტროფულია

პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, საბურთალოს მაჟორიტარად კენჭისყრის გადაწყვეტილება დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მიიღო.

ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ „ძალა ერთობაშია-გაერთიანებული ოპოზიცია“ მას კანდიდატს არ დაუყენებს.

„ძალა ერთობაშია“, ეს არის დასავლური ვექტორი, სადაც მუდმივად ვართ და ვართ. როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოაცხადა, რომ მხოლოდ ორი მანდატი და ჩვენ აღარ ვიღებთ მეტსო, ორი და დასრულდა. შესაბამისად, ბუნებრივია, „ძალა ერთობაშია-გაერთიანებული ოპოზიცია“ მე კანდიდატს არ დამიყენებს, არა იმიტომ, რომ კოლეგიალობაა, არამედ მათ ინტერესშიც არ შედის დასავლური ვექტორის თამარ ჩარკვიანს, რომელთანაც ორი წელი ურთულეს ბრძოლაში მოვდიოდით და დიდი წვლილი შევიტანეთ, რომ 2016 წლის ნიშნული არ ყოფილიყო ისევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ და გაზრდილიყო და გაზრდილიყო დასავლური ვექტორის ასე ვთქვათ წონა, შედეგიც დაიდო, როდესაც შენ მეორე ტურს დებ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ეს უკვე არის შედეგი.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებას კანდიდატის დაყენებაზე, ვისთვის უნდა მეკითხა, ჩემი ქვეყნისთვის ერთი აგურის დადება მოვინდომე, მუშაობა და შრომა და ვის უნდა ვკითხო ეს, გულწრფელად მითხარით ბოკერიას, ბესელიას, თუ ბურჯანაძეს? “,- განაცხადა ჩარკვიანმა.

ამასთან, ჩარკვიანის განმარტებით, გიგა ბოკერიას ყველაზე მეტად აწუხებს ის კანდიდატი, რომელიც გულწრფელად იბრძვის მისი მზაკვრული გეგმის წინააღმდეგ.

„ბოკერია მისი გუნდელების, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებით შევიდა პარლამენტში. ბოკერიას პიროვნული რეიტინგი კატასტროფულია, მან თქვა, რომ პრემიერი უნდა იყოს „ევროპული საქართველოს“ წევრიო, მე რომ გიორგი ვაშაძე დავასახელე სავარაუდო კანდიდატად, ერთი ამბავი ატეხეს – უნდა რას ნიშნავსო. მერე თქვა, რომ არც ჩემი კანდიდატურა არის გამორიცხულიო. კარგად იცით, მკვდარი ვექტორის პარტიების რეიკარნაცია თუ მოხდება, ისინი მადლიერად მას მისცემენ ხმას. ყველაფერს ვაკეთებ, რომ რაღაც შეიცვალოს“,- განაცხადა ჩარკვიანმა.