თაკო ჩარკვიანი - არ მჭირდება ამათი შეთითხნილი კადრები, მინერალურ წყალსა და წვენს სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებელს ნუ დავაყვედრებთ
თაკო ჩარკვიანი - არ მჭირდება ამათი შეთითხნილი კადრები, მინერალურ წყალსა და წვენს სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებელს ნუ დავაყვედრებთ

მე არ მჭირდება კადრები, ამათი შეთითხნილი კადრები რატომ უნდა იყოს ნამდვილი მინერალურ წყალს და წვენს სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებელს ნუ დავაყვედრებთ, რომელსაც რუმბივით აქვს ფეხები, მართლა უკვე შეურაცხყოფას გვაყენებენ მთელ საზოგადოებას, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთავის ციხესთან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ თავად მოინახულა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ის ძალიან დაუძლურებულია.

„ძალიან შეურაცხყოფილი ვარ, როგორც მოქალაქე, პრაქტიკულად მკვლელობა დაგეგმეს, დღეს, როდესაც უთხრეს, აიძულეს პრაქტიკულად, რომ ის მინერალური წყალიც არ მიიღოს. იმდენი ტყუილი თქვეს ეთერში, ეს ნიშნავს, თითქოს რუსეთის დავალებით არის მისი მკვლელობა დაგეგმილი. როგორც მოქალაქე, არ დავუშვებ, რომ მე გამხადონ თანამონაწილე მისი მკვლელობის და წამების. არ მინახავს კადრები, არ ვიცი, რა წვენს და მინერალურ წყალს იღებს ეს ადამიანი, მაგრამ ვიყავი შესული სანახავად, მე დამხვდა ძალიან დაუძლურებული, ჯანმრთელობაშერყეული მესამე პრეზიდენტი, ამას ვერავინ გამომაპარებს. მე როცა ვნახე, ეს არ უკავშირდებოდა მეხსიერებას, მაგრამ ადგომა, ფეხების შეშუპება, როგორ გაბრუნდა უკან, ეს თვალნათლივ დავინახე, მე არ მჭირდება კადრები. მაპატიეთ, ამათი შეთითხნილი კადრები რატომ უნდა იყოს ნამდვილი ძალიან მაინტერესებს, თუ მინერალურ წყალზეა საუბარი, ალბათ იღებს ადამიანი. მინერალურ წყალს და წვენს სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებელს ნუ დავაყვედრებთ, რომელსაც რუმბივით აქვს ფეხები, მართლა უკვე შეურაცხყოფას გვაყენებენ მთელ საზოგადოებას“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.