თაკო ჩარკვიანი - არ იმეფებს, ეს ქვეყანა ჩვენი შვილების არის, ხალხნო
თაკო ჩარკვიანი - არ იმეფებს, ეს ქვეყანა ჩვენი შვილების არის, ხალხნო

ეს არის ძალა ერთობა, სტრატეგიით დაგეგმილი აღმშენებლობისთვის, ასეთი უპრეცენდენტო ერთობა დასაფასებელია, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

​როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, საქართველოს არგაყიდვის ერთადერთი წამალი არის, რომ ოპოზიცია არ გაიყიდოს.

„ეს ხომ იმიტომ მოვიდა, რომ იმეფოს. არ იმეფებს! არ ვაფეოდალოთ, არა! რა არის ამის წამალი, სხვა არავის არაფერი გამოუგონია, გეგმაზომიერად, პერმანენტული, პატარა, თუ დიდი აქციებით, კორუფციონერების სახლებთან სირცხვილის კორიდორები. გამოვიდნენ და თქვან ბატონო, რა ქნეს და ვინ ჩაიდინა. ერთადერთი წამალი საქართველოს არგაყიდვისა ის არის, რომ ჩვენ არ გავიყიდოთ. ჩვენ თუ არ გავყიდით ერთმანეთს, ივანიშვილი ვერ იყიდის საქართველოს. ასეთი უპრეცენდენტო ერთობა დასაფასებელია. მე გეუბნებით მთელი პასუხისმგებლობით, პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვაზე, იმ ადამიანების წინაშე ვამბობ, ვინც 7 ნოემბერს, ყოფილი ხელისუფლების დროს ჩემთან აქ იდგა. ეს არ არის ერთი პარტიის ერთობა. ჩვენ ყველა პარტია უკლებლივ ერთად ვართ. არ მოგატყუოთ ივანიშვილმა, ეს არის ძალა, ერთობა სტრატეგიით დაგეგმილი აღმშენებლობისთვის. მას აწყობს თქვას, რომ ვინმეს სურს წარსული შეცდომები. არა! მხოლოდ ნიჭიერება გვინდა იმ წარსულიდან. არ გვინდა, რომ ის სახელმწიფო ინსტიტუციები, რომლის აღმშენებლობა უდავოდ იყო, წყალში გადავყაროთ?! მაშ, დავამატოთ იმ ნიჭიერებას კანონი და სამართალი რეფორმირებული სასამართლო სისტემის ქვეშ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, საქართველო დასავლური ოჯახის წევრი უნდა გახდეს ერთობით, კანონით, სამართლით, არაოლიგარქიული წყობით, არაოლიგარქის მონობის ქვეშ.

„ეს ქვეყანა ჩვენია. ეს ქვეყანა ჩვენი შვილების არის, ხალხნო, რა დაგვემართა, რომ 30 წელი ჩვენად ვერ ვაქციეთ, ვერა?! დაგვრჩა ძალიან მძიმე და სწორად გასავლელი გზა, რომ ისე გავისტუმროთ, როგორც მას ეკადრება კი არა, მას კარგი არაფერი ეკადრება, მაგრამ როგორც ჩვენ გვეკადრება, სამართლის მოყვარე ხალხს. ვთავაზობთ ისე გასტუმრებას ამ ოლიგარქს, რისი ღირსიც არ არის, მაგრამ ჩვენ არ ვაკადრებთ ჩვენს თავებს სხვაგვარად მოქმედებას. მოთმინება ვიქონიოთ, ვენდოთ ერთმანეთს არ იყოს წუწუნი, ვინაიდან, ჩვენც ხომ ვერ შეგაწუხებთ ყოველდღე ასეთი რაოდენობით, შეუძლებელია. შაბათს, იტყვიან ჩემი კოლეგები, მე არ დავასწრებ განცხადებას, აი ასე შევიკრიბებით პერიოდულად ორჯერ მეტნი ვიქნებით, მაგრამ იქნება კიდევ პარატ-პატარა აქციები. რა ვქნათ? აღმოჩნდა, რომ ეროვნული მოძრაობაა თურმე საქართველს21 საუკუნეში დასაბრუნებელი. ხოდა აქ ვართ ეროვნული საქართველო“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.