თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ საჭიროა იმ მოსამართლეთა საუბრების ამოღება, რომლებსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა
თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ საჭიროა იმ მოსამართლეთა საუბრების ამოღება, რომლებსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა

მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებას უკვე უთხრეს პროფესიონალებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომ ეს დასანქცირება ჭორის დონეზე კი არა, ლეგიტიმური მტკიცებულებებით გაკეთდა, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, „ახლა საჭიროა მათი საუბრების ამოღება და, როგორც ჩანს, უკვე არსებობს ეს ყველაფერი დამუშავებული“.

„პარალელურად შეიძლება, საგამოძიებო კომისიის შეიქმნა, მაგრამ მათ სასწრაფოდ უნდა შეუჩერდეთ უფლებამოსილება. ხალხო, ნუ გვავიწყდება, მექრთამე ხალხს აქვთ განაჩენი გამოტანილი ჩვენი ძმებისთვის, დებისთვის და შვილებისთვის. ლინჩის წესით გვასამართლებენ მოქალაქეებს. ეს არის საქართველოს დღევანდელი ვითარება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.