ტაჯიკეთში ტურისტებზე თავდასხმა მოხდა, დაღუპულია ოთხი უცხოელი
ტაჯიკეთში ტურისტებზე თავდასხმა მოხდა, დაღუპულია ოთხი უცხოელი

ტაჯიკეთში ტურისტებზე განხორციელებულ თავდასხმას მსხვერპლი მოყვა. დაღუპულია ოთხი უცხოელი. ორი მათგანი აშშ-ის მოქალაქეა. დაშავებულია კიდევ სამი ტურისტი.

ინციდენტი დანგარინსკის რაიონში მოხდა. ველოსიპედით მოძრავ ტურისტებს ავტომობილი დაეჯახა.

სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ავტომობილს 30 წლის ჯაფარიდინ იუსუპოვი მართავდა. მასთან ერთად იმყოფებოდა ორი პირი, რომელთა ასაკი 19 და 21 წელია. დაკავების სპეცოპერაციის დროს სამივე მათგანის ლიკვიდაცია განხორციელდა.