ტაჯიკეთში ტურისტების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
ტაჯიკეთში ტურისტების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ტაჯიკეთში ტურისტების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

რადიკალური ისლამისტების მიერ გამოქვეყნებული განცხადება საერთაშორისო ორგანიზაცია SITE-მ აღმოაჩინა. განცხადება ტერორისტების პროპაგანდისტულ ვებგვერდზეა განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ ტაჯიკეთში შვიდ ტურისტს ავტომობილი დაეჯახა. შედეგად ოთხი მათგანი დაიღუპა. ორი აშშ-ის მოქალაქე იყო, ერთი შვეიცარელი და ერთი ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქე. კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.

როგორც ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარი ტერორისტულ აქტად განიხილება.

პოლიციამ ტურისტებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილების დასაკავებლად სპეცოპერაცია დასახლება დანგარაში ჩაატარა, რა დროსაც სამი თავდამსხმელი მოკლეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და დანები.