ტაჯიკეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის გასამართლებულებმა კოლონიაში ამბოხება მოაწყვეს
ტაჯიკეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის გასამართლებულებმა კოლონიაში ამბოხება მოაწყვეს

ტაჯიკეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრობისთვის გასამართლებულებმა კოლონიაში ამბოხება მოაწყვეს. დაპირისპირებას 32 ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 29 პატიმარი და მკაცრი რეჟიმის კოლონიის სამი თანამშრომელი.

ტაჯიკეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ 30 პატიმრისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომლებიც დანებით და სხვა ბასრი საგნებით იყვნენ შეიარაღებული, კოლონიის დაცვის სამი თანამშრომელი ტყვედ აიყვანეს და მოკლეს.

პატიმრები გათავისუფლებას ითხოვდნენ. ტაჯიკეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ვითარების სტაბილიზაციის მიზნით ადმინისტრაციამ გადამწყვეტი ზომები მიიღო.

კოლონია დუშანბედან 15 კილომეტრში მდებარეობს.