ტაჯიკეთის სამხრეთ ნაწილში პურით მოწამვლის შედეგად 14 პატიმარი დაიღუპა
ტაჯიკეთის სამხრეთ ნაწილში პურით მოწამვლის შედეგად 14 პატიმარი დაიღუპა

ტაჯიკეთის სამხრეთ ნაწილში პურით მოწამვლის შედეგად 14 პატიმარი დაიღუპა.

ტაჯიკეთის იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სამმართველოს ცნობით, მსჯავრდებულებს პური კოლონიაში გადაყვანისას დაურიგეს. უწყების ცნობით, 120 მსჯავრდებული მამაკაცი და რვა ქალი სამი მანქანით ქალაქებიდან ხუჯანჯიდან და ისტარავშანიდან ქვეყნის სამხრეთში მდებარე დუშანბესა და ნურეკში გადაჰყვავდათ. დადგენილი ნორმატივების თანახმად, ავტოკოლონა გზაში ექვსჯერ გაჩერდა.

სასჯელაღსრულების სამმართველოს ინფორმაციით, დუშანბეს მახლობლად 16 პატიმარს სამი პური მისცეს, რომლის მიღებიდან ნახევარ საათში ყველა მათგანი შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.

16 მოწამლულიდან მედიკოსებმა მხოლოდ ორი პატიმრის გადარჩენა შეძლეს. მომხდართან დაკავშირებით, გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.