ტაივანში ტაიფუნ „კოინუს“ შედეგად, სულ მცირე, 190 ადამიანი დაშავდა

11:29, 05.10.2023

ტაივანში ტაიფუნ „კოინუს“ შედეგად, სულ მცირე, 190 ადამიანი დაშავდა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ტაიფუნმა „კოინუმ“ დააზიანა ორქიდეის კუნძული, სადაც დაახლოებით 5 000 ადამიანი ცხოვრობს და დააზიანა ინფრასტრუქტურა. ათეულობით ქალაქსა და ოლქში სკოლები დაკეტილი იყო ოთხშაბათიდან ქარიშხლის მოახლოების გამო. გაუქმდა 200-ზე მეტი ფრენა და 170 000-ზე მეტ სახლს ელექტროენერგია გაეთიშა.

მსგავსი