ტაივანში ტაიფუნ „ჩამპის“ გამო დაიღუპა ერთი და დაშავდა 94 ადამიანი
ტაივანში ტაიფუნ „ჩამპის“ გამო დაიღუპა ერთი და დაშავდა 94 ადამიანი.
სტიქიის გამო ხელისუფლებამ საცხოვრებელი სახლებიდან ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
ტაივანის ხელისუფლებამ დღეისთვის დაგეგმილი ყველა, 262 შიდა და 660-ზე მეტი საერთაშორისო ავიარეისი გააუქმა. შეჩერებულია სარკინიგზო და საბორნე მიმოსვლის ნაწილი, დაიკეტა რამდენიმე საავტომობილო გზა.
ტაიფუნის გამო სასწავლო პროცესი ქვეყნის 22 ადმინისტრაციული ერთეულის თითქმის ყველა ქალაქსა და ოლქში შეჩერდა.
ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, მოერიდოს სანაპირო ზოლსა და მთიან ტერიტორიებს.
ტაიფუნის გავლენა იაპონიაშიც იგრძნობა. ოკინავის ელექტროენერგიის კომპანიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 3 630 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ძლიერი წვიმისა და ქარის გამო აღდგენითი სამუშაოები გართულებულია. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.