ტაივანში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა
ტაივანში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

ტაივანში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სამგზავრო მატარებელი სატვირთო მანქანასთან შეჯახების შედეგად გვირაბში ლიანდაგებიდან გადავიდა.

დაშავებულია 146 მგზავრი. სულ კი, მატარებლით 500-მდე ადამიანი მგზავრობდა.