ტაივანში კორონავირუსით ერთი ადამიანი დაიღუპა
ტაივანში კორონავირუსით ერთი ადამიანი დაიღუპა

ტაივანში კორონავირუსით ერთი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გარდაცვლილი 61 წლის მამაკაცია, რომელსაც დიაბეტი და „ბე“ ჰეპატიტი ჰქონდა.

ტაივანის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, კორონავირუსის ტესტი გარდაცვლილის ოჯახის წევრებსაც ჩაუტარდათ და ისინიც ვირუსით არიან დაინფიცირებულები.

გარდაცვლილი ტაქსის მძღოლი იყო და ახლა ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს, ყველა ის ადამიანი შეამოწმოს, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა.

ქვეყნის მაშტაბით კორონავირუსით 20 ადამიანია დაინფიცირებული.