ტაივანში ხიდი ჩამოინგრა
ტაივანში ხიდი ჩამოინგრა

ტაივანში ხიდი ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ კი სამი ნავი მოყვა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ინციდენტი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. ერთ-ერთ საპორტო ქალაქში ხიდი მაშინ ჩამოინგრა, როდესაც მასზე ნავთობმზიდი გადაადგილდებოდა.

გავრცელებული ცნობით, ხიდის ჩამონგრევის დროს 10-მდე ადამიანი დაშავდა. მათგან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია. ისინი სამედიცინო ცენტრებში განათავსეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ნანგრევებში ამ დრომდე რამდენიმე დაშავებული იმყოფება. სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობენ. ხიდის ჩამონგრევის მიზეზი ჯერ უცნობია.