ტაივანში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ სანაპიროსთან ორი რუსული ხომალდი შენიშნეს
ტაივანში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ სანაპიროსთან ორი რუსული ხომალდი შენიშნეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„ტაივანმა აღმოსავლეთ სანაპიროსთან ორი რუსული ხომალდი დააფიქსირა და სათვალთვალოდ გაგზავნა საკუთარი თვითმფრინავები და გემები“, – განაცხადეს ტაივანის თავდაცვის სამინისტროში.
სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ ორი ხომალდი მიცურავდა ჩრდილოეთის მიმართულებით ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროდან და შემდეგ „გავიდნენ ჩვენი რეაგირების ზონიდან“ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით საპორტო ქალაქ სუაოს მახლობლად, სადაც ტაივანის მთავარი საზღვაო ფლოტი მდებარეობს. ტაივანის სამხედროებმა გაგზავნეს თვითმფრინავები და ხომალდები სათვალთვალოდ და გაააქტიურეს სანაპიროზე განთავსებული სარაკეტო სისტემები.
შეგახსენებთ, ტაივანი შეუერთდა აშშ-სა და მის მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ფართო სანქციების დაწესებაში უკრაინაში მისი შეჭრის შემდეგ.