ტაივანმა აშშ-სგან ორი ერთეული „ეფ-16 ვი ბლოქ 70“-ის ტიპის სამხედრო თვითფრინავები მიიღო

14:35, 02.10.2026

სამხედრო შეთანხმების ფარგლებში, ტაივანმა აშშ-სგან ორი ერთეული „ეფ-16 ვი ბლოქ 70“-ის ტიპის სამხედრო თვითფრინავები მიიღო.

ეს არის აშშ-ში წარმოებული 66 თვითმფრინავისგან შემდგარი პარტიის პირველი ერთეული. შეკვეთა ჯერ კიდევ 2019 წელს გაკეთდა.

ჰავაისა და გუამის გავლის შემდეგ, თვითმფრინავი ჩიჰჰანგის ავიაბაზაზე დაეშვა, რომელიც ტაივანის მთიან აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ტაიტუნგთან მდებარეობს. პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამანადგურებელი თვითმფრინავების ჩასვლა რამდენიმე თვით შეფერხდა. ტაივანის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ველინგტონ კუმ განაცხადა, რომ მოსალოდნელია დამატებითი თვითმფრინავების ჩასვლაც.

ჩინეთის ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და ტაივანთან აშშ-ის თანამშრომლობას ეწინააღმდეგება.

2019 წელს შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა ტაივანისთვის „ლოქჰედ მარტინის“ წარმოების „ეფ-16 ვი ბლოქ 70“-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების რვა მილიარდ დოლარად მიყიდვის გარიგება, რაც კუნძულის „ეფ-16“ -ების ავიაპარკს 200-ზე მეტ ერთეულამდე გაზრდის. თუმცა, სხვადასხვა პრობლემამ, მათ შორის პროგრამულმა ხარვეზებმა, თვითმფრინავების მიწოდება შეაფერხა.

მსგავსი