ტაივანის თავდაცვის მინისტრი - ჩინეთის ხშირმა წვრთნებმა ტაივანის სრუტეში უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა
ტაივანის თავდაცვის მინისტრი - ჩინეთის ხშირმა წვრთნებმა ტაივანის სრუტეში უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა

ჩინეთის მზარდი რაოდენობის სამხედრო წვრთნების ფონზე, ტაივანი ასიმეტრიული ომის გეგმას ამუშავებს.

როგორც ტაივანის ეროვნული თავდაცვის ყოველწლიურ მიმოხილვაში ნათქვამია, პეკინსა და ტაიპეის შორის დავითისა და გოლიათის დაპირისპირება შეუსაბამოა, რადგან ტაივანის არმიის 210 000-მა ჯარისკაცმა სწრაფად მზარდი, ჩინური 2-მილიონიანი არმიის წინააღმდეგ მრავალმხრივი შეკავების სტრატეგია უნდა დაამტკიცოს.

„ჩინეთის ხშირმა წვრთნებმა ტაივანის სრუტეში უსაფრთხოებას უზარმაზარი საფრთხე შეუქმნა“, – აღნიშნა ტაივანის თავდაცვის მინისტრმა.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩინეთის ელექტრონული ომის შესაძლებლობების ზრდის პარალელურად, ტაივანმა კიბერარმიის სამეთაურო ცენტრი ჩამოაყალიბა, სადაც ათასი ადამიანია დასაქმებული.

დატოვე კომენტარი