ტაივანის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დასრულდა და ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს
ტაივანის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დასრულდა და ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს

ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. „ბიბისის“ ცნობით, ამჟამად ხმების დათვლა მიმდინარეობს.

წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის სამივე კანდიდატმა მილიონზე მეტი ამომრჩევლის ხმა მიიღო. ამ ეტაპზე პირველ ადგილზეა უილიამ ლაი, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 37% მიიღო. მეორე ადგილზეა ჰოუ იუი, რომელსაც ამომრჩეველთა 33% მიემხრო, ხოლო მესამეზეა კე ვენჩჟე, რომელსაც ხმების 26% აქვს.

არჩევნებზე აქტივობამ დედაქალაქ ტაიბეიში 70,6% შეადგინა.

ტაივანში გამართულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება სულ 19 მილიონ ადამიანს ჰქონდა.

დღევანდელ არჩევნებზე ჩინეთის ფაქტორი გადამწყვეტია. პეკინი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ჩინეთში აცხადებენ, რომ თუ ტაივანი ფორმალური დამოუკიდებლობის შესახებ დაიწყებს საუბარს, მაშინ პეკინი ზომებს მიიღებს.