ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

ტაივანმა აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინ ჩია-ლუნგმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს, რადგან ვაშინგტონმა არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა ტაივანში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ტაივანი ასევე მადლიერია იმის დადასტურებისთვის, რომ ტაივანის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა უცვლელია.

ამასთან, ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთის სამხედრო ძალები ტაივანის გარშემო ოპერირებას აგრძელებენ.

„ეს აჩვენებს, რომ პეკინი რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს“, – აღნიშნულია განცხადებაში.