ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ტაივანი ჩინეთთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტისთვის უნდა მოემზადოს
ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ტაივანი ჩინეთთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტისთვის უნდა მოემზადოს

ტაივანი ჩინეთთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტისთვის უნდა მოემზადოს, – ამის შესახებ ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯოზეფ ვუმ ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ტაივანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, როდესაც ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ უარს არ იტყვის ძალის გამოყენებაზე და ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნებს ატარებს, ქვეყნის ხელისუფლებას ურჩევნია სჯეროდეს, რომ საფრთხე რეალურია.

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში, ქვეყანა ბოლო დღემდე იბრძოლებს, რის შემდეგაც ჩინეთმა ჯოზეფ ვუს „ფანატიკოსი სეპარატისტი“ უწოდა.

ტაივანის ხელმძღვანელობა ჩინეთს ჰიბრიდული ომის წარმოებაში სდებს ბრალს. გასულ კვირაში, ტაივანის თვითგამოცხადებულ „საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში“ ჩინეთის არმიის 28 სამხედრო თვითმფრინავი შევიდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.