ტაივანის საავადმყოფოში ხანძარს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
ტაივანის საავადმყოფოში ხანძარს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

ტაივანის საავადმყოფოში ხანძარს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა. მათი დიდი ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ტრაგედია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ სინბეიში მოხდა. ცეცხლი ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზით, შენობის მეშვიდე სართულზე გაჩნდა და მალევე მოედო მეზობელ სართულებს. სახანძრო და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებმა 33 პაციენტის და სამედიცინო პერსონალის ევაკუაცია მოახდინეს.

ტაივანში ხანძარი საკმაოდ ხშირია. ხანძარსაწინააღმდეგო სუსტი სისტემის გამო ქვეყანაში ხანძარი ხშირად ფატალურად სრულდება. 2012 წელს სამედიცინო ცენტრში გაჩენილი ცეცხლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა.

დატოვე კომენტარი