ტაივანის პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ [ვიდეო]

ტაივანის მთავარი ოპოზიციური პარტიის, ჩინეთის ეროვნული პარტიის წევრებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სუ ცენგ-ჩანგს პარლამენტარების კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება არ მისცეს და მას ღორის შიგნეულობები დაუშინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.

ოპოზიციური პარტია აშშ-დან რაქტოპამინის დანამატების შემცველი ღორის ხორცის იმპორტზე შეზღუდვების მოხსნას აპროტესტებს. ჩინეთის ეროვნული პარტიის წევრები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ტაივანის მოსახლეობის ჯანმრთელობას.