ტაივანი და იაპონია რეგიონში ჩინეთის ბოლოდროინდელ სამხედრო აქტივობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ
ტაივანი და იაპონია რეგიონში ჩინეთის ბოლოდროინდელ სამხედრო აქტივობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ

ტაივანი და იაპონია რეგიონში ჩინეთის ბოლოდროინდელ სამხედრო აქტივობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, პეკინმა, აღმოსავლეთ აზიის წყლებში 100-ზე მეტი სამხედრო და სანაპირო დაცვის ხომალდები განათავსა.

ტაივანის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, ჩინეთის აქტივობა მხოლოდ ტაივანის სრუტეში არ შემოიფარგლება და ის ყვითელი ზღვიდან სამხრეთ ჩინეთის ზღვამდეა გადაჭიმული და აღმოსავლეთ ჩინეთის, სადავო სენკაკუს კუნძულების მიმდებარე ტერიტორიებსაც მოიცავს.

„ეს ნამდვილად წარმოადგენს საფრთხეს და გავლენას ახდენს ინდო-წყნარი ოკეანის მთელ რეგიონზე. ჩვენ ასევე განსაკუთრებით მოვუწოდებთ ჩინეთს, შეასრულოს ვალდებულებები, როგორც ზესახელმწიფოსი და გამოვალინოს თავშეკავება მოქმედებებში“, – აცხადებს კარენ კუო.

იაპონიის თავდაცვის მინისტრის, შინჯირო კოიზუმის თქმით, ტოკიო ინფორმცირებულია აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში პეკინის აქტივობის შესახებ და ყურადღებით ადევნებენ თვალს სამხედრო გადაადგილებებს.

„მთავრობა ღრმა შეშფოთებით განაგრძობს იაპონიის სიახლოვეს მოვლენების განვითარებისთვის თვალყურის დევნებას და მიმართავს ყველა ძალისხმევას დეტალური ინფორმაციისა და დაზვერვის მონაცემების მისაღებად“, – განაცხადა შინჯირო კოიზუმმა.