ბრძოლა 11 რაუნდი გაგრძელდა და ტაისონ ფიურის ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც შთამბეჭდავი ნოკაუტით მოიგო. მანამდე ამერიკელი ორჯერ მოხვდა ნოკდაუნში (მე-3 და მე-10 რაუნდებში). ბრიტანელიც ასევე ორჯერ იყო ნოკდაუნში (მე-4 რაუნდში), მაგრამ მეორე შემთხვევა რეფერიმ არასწორად აღიქვა – მან ვერ დაინახა კეფაში დარტყმა, რაც კრივის წესებით დაუშვებელია.
ტაისონ ფიურიმ, რომელმაც ჩემპიონის ტიტული დაიცვა, მოწინააღმდეგის შესახებ კომენტარი გააკეთა:
„უაილდერი ნამდვილად შეიცვალა. მწვრთნელის ცვლილება აშკარად დაეტყო. მან წონაშიც მოიმატა, უფრო კარგად ჩხუბობდა და წინა ორი ბრძოლისგან განსხვავებული შეხვედრა გვქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ მისი პროგრესი ჩემი დამსახურებაა. უაილდერს ძლიერი, დამანგრეველი დარტყმები ჰქონდა“.