ტაისონ ფიურიმ ორ ნოკდაუნს გაუძლო და უაილდერი ნოკაუტით დაამარცხა [ნოკაუტის ვიდეო] #1TVSPORT
ტაისონ ფიურიმ ორ ნოკდაუნს გაუძლო და უაილდერი ნოკაუტით დაამარცხა [ნოკაუტის ვიდეო] #1TVSPORT

ლას ვეგასში დასრულდა სუპერმძიმე წონაში WBC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლა. ამ ტიტულის მფლობელი, ბრიტანელი ტაისონ ფიური ამერიკელ დეონტეი უაილდერს უპირისპირდებოდა.

ბრძოლა მე-11 რაუნდში დასრულდა მას შემდეგ, რაც ფიურიმ ნოკაუტში გაუშვა უაილდერი. მანამდე ამერიკელი ორჯერ მოხვდა ნოკდაუნში (მე-3 და მე-10 რაუნდებში). ბრიტანელიც ასევე ორჯერ იყო ნოკდაუნში (მე-4 რაუნდში), მაგრამ მეორე შემთხვევა რეფერიმ არა სწორად აღიქვა – მან ვერ დაინახა კეფაში დარტყმა და ათვლა დაიწყო.

33 წლის ფიურისთვის ეს იყო WBC-ის ტიტულის პირველი დაცვა. ის მესამედ შეხვდა უაილდერს და მეორედ შეძლო ამერიკელის დამარცხება.