ბრიტანელი სუპერმძიმეწონოსანი ტაისონ ფიური (28-0-1, 20KO) რინგზე 2019 წლის სექტემბერში დაბრუნდება, – იტყობინება „ბოქსინგსინი“ (BoxingScene).
კერძოდ, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი 14 სექტემბერს, ლას ვეგასში MGM Grand Garden Arena-ზე გამართავს მორიგ ორთაბრძოლას. მეორე ვარიანტია – 21 სექტემბერს, ბოსტონის TD Garden-ში ჩხუბი.
გაირკვა ფიურის მომდევნო მოწინააღმდეგის სახელიც. ეს არის ევროპაში ნაკლებად ცნობილი შვედი ოტო ვალინი (20-0. 13 KO). სკანდინავიელი ცაცია მოკრივეა და მას დებიუტი ექნება ამერიკის შეერთებულ შტატებში.
აქამდე, ბრიტანელის პოტენციურ მეტოქედ მიიჩნევენ 33 წლის ამერიკელ ჩარლზ მარტინს (27-2-1, 24 KO), მაგრამ, როგორც ჩანს, მხარეები ვერ შეთანხმდნენ.