ავტორიტეტულმა საკრივო ჟურნალმა „რინგმა“ (The Ring) გამოაქვეყნა სუპერმძიმეწონოსნების ახალი რეიტინგი, რომელშიც პირველ ადგილზე გადაინაცვლა ბრიტანელმა ტაისონ ფიურიმ. საინტერესოა, რომ ის არცერთი ვერსიით არ ფლობს ჩემპიონის ტიტულს.
ამ წონით კატეგორიაში ჩემპიონები მეორე და მესამე ადგილებზე არიან – დეონტეი უაილდერი (WBC) და ენდი რუისი (WBA, WBO, IBF, IBO), რომელმაც ცოტა ხნის წინ ენტონ ჯოშუა დაამარცხა. თავად ჯოშუა მეოთხე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.
საუკეთესო მძიმეწონოსნების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
1. ტაისონ ფიური – 27-0-1
2. დეონტეი უაილდერი – 41-0-1
3. ენდი რუისი – 33-1-0
4. ენტონი ჯოშუა – 22-1-0
5. დილიან უაიტი – 25-1-0
6. ლუის ორტისი – 31-1-0
7. ალექსანდრ პოვეტკინი – 34-2-0
8. ჯოზეფ პარკერი – 25-2-0
9. ადამ კოვნაცკი – 19-0-0
10. კუბრატ პულევი – 27-1-0