ტაისონ ფიური „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარჯიშზე მისვლასა და ფეხბურთელებთან მკაცრად დალაპარაკებას აპირებს #1TVSPORT
სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ აზრი გამოთქვა „მანჩესტერ იუნაიტედში“ არსებული სათამაშო კრიზისის შესახებ.
„ჩვენ აბსოლუტურად განადგურებულები ვართ. არ მინდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ რომელიღაც მოთამაშის მიმართ უპატივცემულობა გამოვხატო, მაგრამ ნაწილობრივ, ეს უკავშირდება იმას, რომ ისინი საქმეს არ უღრმავდებიან, რათა სცადონ მნიშვნელოვანი მატჩების მოგება. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ისინი, უბრალოდ, მოხარულები არიან ასეთ თამაშებში მონაწილეობით და სხვა არაფერი ადარდებთ.
როცა უაილდერთან ან ვინმე სხვასთან ვჩხუბობდი, არასოდეს მიფიქრია, რომ წავაგებდი. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი – რინგზე დავბრუნდებოდი და მოვიგებდი. ამას ეწოდება გამარჯვებულის მენტალიტეტი, რაც თქვენ, ბიჭებო, ბოლო ორ შეხვედრაში უბრალოდ არ გქონდათ.
ვფიქრობ, მე და პატრის ევრა მოვალთ ვარჯიშზე და მკაცრად დაგელაპარაკებით. ეს თქვენ გჭირდებათ“, – თქვა ფიურიმ Talk Sport-თან ინტერვიუში.