„თაიმსი“ - რუსეთი ირანს ნავთობის ტრანსპორტირებას ანექსირებული ყირიმის გავლით სთავაზობს
„თაიმსი“ - რუსეთი ირანს ნავთობის ტრანსპორტირებას ანექსირებული ყირიმის გავლით სთავაზობს

როგორც გამოცემა „თაიმსი“ იუწყება, რუსეთი ირანს ნავთობის ტრანსპორტირებას ანექსირებული ყირიმის გავლით სთავაზობს. კერძოდ, საუბარია ირანული ნავთობის ვოლგა-დონის არხით, ყირიმის გავლით შავ ზღვაში გატანის შესაძლებლობაზე.

ამ შეთავაზებაზე ირანში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ირანული ნავთობი სირიასა და თურქეთში სუეცის არხის გავლით ხვდებოდა. ეს გზა პრობლემური გახდა მას შემდეგ, რაც აშშ- ე.წ. ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. როგორც „თაიმსი“ წერს, ქვეყნები, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ ან თეირანს მის გადაზიდვაში ეხმარებიან, შესაძლოა, აშშ-ის სანქციების წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ.

​უცხოური მედიის ცნობით, ივლისში ნავთობმზიდი გემი, რომელსაც ირანული ნავთობი გადაჰქონდა ეგვიპტემ დააკავა. ამ ინფორმაციას კაიროში არ ადასტურებენ.

დატოვე კომენტარი