„თაიმსი“ - დონალდ ტრამპი არმიიდან 15 000 ტრანსგენდერი ჯარისკაცის გათავისუფლებას გეგმავს
„თაიმსი“ - დონალდ ტრამპი არმიიდან 15 000 ტრანსგენდერი ჯარისკაცის გათავისუფლებას გეგმავს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არმიიდან 15 000 ტრანსგენდერი ჯარისკაცის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ „თაიმსი“ ავრცელებს ინფორმაციას.

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი გეგმავს, „სამსახურში მუშაობის პირველ დღეს“ გამოსცეს აღმასრულებელი ბრძანება ტრანსგენდერი ჯარისკაცებისთვის ჯარში მსახურების აკრძალვის შესახებ.

როგორც „თაიმსი“ წერს, ტრანსგენდერი ჯარისკაცები სამედიცინო წესით გათავისუფლდებიან არმიიდან. აშშ-ის თავდაცვის მდივნად შერჩეულმა პით ჰეგსეთმა ტრანსგენდერი ადამიანების სამხედრო სამსახურში ჩართვას „საზღვრების გადალახვა“ უწოდა.

ჰეგსეთის თქმით, „ტრანსგენდერი სამხედრო სამსახურში იწვევს გართულებებს და განსხვავებებს“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა. 2017 წელს, პრეზიდენტობის პირველ ვადაში დონალდ ტრამპმა მსგავსი პოზიცია გააჟღერა.

შეგახსენებთ, ობამას ადმინისტრაციამ შეცვალა გრძელვადიანი პოლიტიკა და გამოაცხადა, რომ ჯარში ღიად ტრანსგენდერი ადამიანები იმსახურებდნენ.